13/03/2024
ბევრს აინტერესებს, თუ როგორ შეადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ე.წ. "Steuererklärung" გერმანიაში.
ამისათვის უნდა შეხვიდეთ Elster-ის ოფიციალურ გვერდზე და დარეგისტრირდეთ. Elster-ის გვერდზე დარეგისტრირება საკმაოდ მარტივი და ინტუიციურია, იხილეთ ბმული:
https://www.elster.de/eportal/registrierung-auswahl
როდესაც რეგისტრაციის ველზე გადახვალთ, შეგეძლებათ თქვენი ავტორიზაციის მეთოდის არჩევა. ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ აირჩიოთ "Zertifikatsdatei", რომელსაც მიღების შემდომ თქვენს კომპიუტერში ჩამოტვირთავთ და შეინახავთ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოთ ან წაშალოთ, რადგან თქვენ ის ყოველი ავტორიზაციისას დაგჭირდებათ. უსაფრთხოების მიზნით გააკეთეთ ამ ავტორიზებისთვის საჭირო სერტიფიკატის კოპია ან სხვა სახის Backup.
შეიყვანეთ პირადი ინფორმაცია, E-Mail, დაბ. დღე, საგადასახადოს საიდენტიფიკაციო ნომერი (Steueridentnummer), რომელსაც თქვენ Gehaltsabrechnung-ზეც იხილავთ.
ინფორმაციის შევსებისა და მისი გაგზავნის შემდგომ მაქსიმუმ 10 დღეში მიიღებთ გააქტიურების კოდს via E-Mail და ფოსტით. Მათი შეყვანის შემდგომ შეძლებთ ავტორიზებისთვის აუცილებელი სერტიფიკატის გენერირებას და მის კომპიუტერში ჩამოტვირთვას. ამის შემდგომ შეგეძლებათ სისტემაში შესვლა და ახალი ფორმულარების შევსება, გააჩნია რა სახის დეკლარაციას აკეთებთ.
კონკრეტული შემთხვევებისა და ფორმულარების შევსებისას ამოტივტივებულ კითხვების შემთხვევაში, მომწერეთ ქვემო ღილაკის მეშვეობით. :)
Viel Spaß!
Bei uns benötigen Sie aus Sicherheitsgründen stattdessen eine ZertifikatsdateiHilfe zum Begriff anzeigen und ein Passwort oder die App ElsterSecure.