19/04/2024
📣კომპანია „მადარტ დელივერიში“ კურიერის პოზიციაზე დასაქმების მსურველებს, საუკეთესო პირობებით გელოდებით☺️
თვიური ანაზღაურება: 2500-დან 4000 ლარამდე.
🟡ზეგანაკვეთურ საათში განხორციელებული შეკვეთა ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.
🟡უამინდობის შემთხვევაში და დღესასწაულებზე ანაზღაურებას ემატება ბონუსი.
შემოუერთდი ჩვენი კურიერების გუნდს, აირჩიე შენთვის სასურველი სამუშაო საათების რაოდენობა და მოირგე დრო საკუთარ თავზე.
ჩვენთან მიტანის დრო 09:00-დან 23:00 საათამდეა, საიდანაც შენთვის სასურველი სამუშაო გრაფიკი შეგიძლია აირჩიო.
✅თანამშრომლობის დაწყებისთვის აუცილებელია:
🟡A, A1 ან A2 ტიპის მართვის მოწმობის წარდგენა;
🟡მოპედის/მოტოციკლეტის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
🟡გთხოვთ გაითვალისწინოთ, კომპანიის მოპედი არის დაზღვეული, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ 20 წლის, იმისათვის, რომ აღნიშნულ პოზიციაზე შევძლოთ თანამშრომლობა.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: პეკინი, ნაძალადევი, გლდანი, ვარკეთილი.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4
ჩვენ უზრუნველგყოფთ:
👉🏻ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული მოპედით;
👉🏻საწვავით;
მოპედის ტექნიკური გამართულობის სერვისით;
👉🏻მოპედის დაზღვევით;
👉🏻ჯანმრთელობის დაზღვევით;
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი კომენტარების ველში. ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/44qYEmR ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: [email protected]
შერჩევის პროცესი:
** I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი - გასაუბრება HR-თან.
რეზიუმეს გამოგზავნით, ან/და აპლიკაციის შევსებით, ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტ დელივერიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან, ან/და აპლიკაციის შევსებიდან, ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
გისურვებთ წარმატებას !