ასოციაცია - "იკა-21"

Directions Website Contact the business

ასოციაცია - "იკა-21" Day center named after Irakli Kemoklize
web site🌐https://ikaassociation.ge/
location📍https://tinyurl.com/jxa66kks

"სმენისა დამეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია" 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვების მშობლების მიერ.

• ჩვენი მიზანია:
არა მხოლოდ სმენისა და მეტყველების, არამედ გონებრივი განვითარების შეფერხებისა და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვთა, მოზარდთა და მათ მეურვეთა უფლებების დაცვა, ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, განათლების, ხელოვნების, სპორტის, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა.

• ჩვენი მისიაა:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრირება სწავლების ინკლუზიური მეთოდების გამოყენებითა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა პროფესიული სახელობო განათლებისა და დასაქმების სფეროში. დაცული სახელოსნოების, პროფესიული გადამზადების სახელოსნო ინკლუზიური ცენტრების შექმნა, სოციალური მეწარმოების გავითარება და დასაქმება. საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შექმნა შშმ პირთა დასაქმების შეუძლებლობაზე.

• მიზნობრივი ჯგუფები:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ახალგაზრდები;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები (მეურვეები).


საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
• დღის ცენტრის სერვისის მიწოდება;
• შშმ ბავშვთა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
• ადვოკატირება;
• შშმ ბავშვთა და მოზარდთა განათლება;
• განათლების ინლუზიური მეთოდების მოდელირება;
• პროფესიული სწავლება;
• საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.


ორგანიზაციის ანგარიში.
ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE54BG0000000274643601


“Association of Helping Children with Hearing and Speaking Disorders” was founded in 1997 by the parents of disabled children. The aim of the association
The protection of the rights of the disabled people and their guardians, the support of the child’s personal and harmonious development. The accessibility of education, art, sport, professional education and employment, using the inclusive methods of teaching and their integration into the society by participating in different cultural activities. Association’s vision
To help the formation of such society, which gives everyone an opportunity to equally develop their potential, improve their personal welfare, and contribute to social life. Association’s mission
Social inclusion of the disabled children, improvement of their living standards, change of the existing negative attitude of the society towards children’s physical and mental defects. Target groups
Children and adults with limited possibilities. Parents(guardians) of the children with limited possibilities

Association of Helping Children with Hearing and Speaking Disorders”
(Parents’ Union)

The main direction of the activities
• Psycho-social rehabilitation of the disabled children and their families
• Advocacy
• Education of the disabled children
• Modulation of the inclusive methods of education
• Professional teaching; raise of social consciousness

23/10/2026

სხივი - ირაკლის ხის სახელოსნო ასოციაცია - "იკა-21" სხივი ირაკლის ხის სახელოსნო

ასოციაცია - "იკა-21" ირაკლი ქემოკლიძის სახელობის შშმ პირთა დღის ცენტრი და სხივი - ირაკლის ხის სახელოსნო  ეკოლოგიურად სუფ...
23/10/2026

ასოციაცია - "იკა-21" ირაკლი ქემოკლიძის სახელობის შშმ პირთა დღის ცენტრი და სხივი - ირაკლის ხის სახელოსნო ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო სათამაშოების დამზადების პროცესი. სხივი ირაკლის ხის სახელოსნო

22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ირაკლი ქემოკლიძის სახელობის შშმ პირთა დღის ცენტრს საქართველ...
22/10/2026

22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ირაკლი ქემოკლიძის სახელობის შშმ პირთა დღის ცენტრს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის გუნდი და ამერიკული ორგანიზაციის — „პარტნიორობა ბუნებისთვის“ (Partnership for Nature) წარმომადგენლები ესტუმრნენ.შეხვედრა საინტერესო, შემეცნებითი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებით დატვირთული იყო. სტუმრები გაეცნენ ასოციაცია „იკა-21“-ის საქმიანობას, დღის ცენტრის ყოველდღიურ აქტივობებსა და ბენეფიციარებისთვის შექმნილ შესაძლებლობებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სტუმრებს ასოციაციის შესახებ პრეზენტაცია და ვიდეორგოლი წარუდგინა.შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გარემოსდაცვითი და თერაპიული მებაღეობის განვითარებას მიეძღვნა. ვისაუბრეთ ბუნებასთან სიახლოვის, მცენარეებზე ზრუნვისა და მებაღეობაში ჩართულობის მნიშვნელობაზე შშმ პირთა მენტალური ჯანმრთელობის, ემოციური კეთილდღეობისა და სოციალური აქტივობის ხელშეწყობისთვის.დღის განსაკუთრებული მოვლენა კი ერთობლივი გამწვანების აქტივობა გახდა — ბენეფიციარებთან ერთად ცენტრის ეზოში დავრგეთ წითელი მუხისა (Quercus rubra) და გინკო ბილობას (Ginkgo biloba) ნერგები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ჩვენს ორგანიზაციას საჩუქრად გადასცა.
დღეს დარგული თითოეული ნერგი ჩვენთვის მხოლოდ მცენარე არ არის — ის ზრუნვის, იმედის, თანადგომისა და მომავლის სიმბოლოა. შშმ ახალგაზრდებისთვის მცენარეებზე ზრუნვა ახალი გამოცდილების, პასუხისმგებლობისა და ბუნებასთან ემოციური კავშირის ჩამოყალიბების შესაძლებლობაა.
დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და ამერიკელ ექსპერტებს სტუმრობისთვის, ჩვენი საქმიანობით დაინტერესებისთვის, შშმ ახალგაზრდების მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობაში ჩართულობისას და თანამშრომლობისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის.შეხვედრის ფარგლებში დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც, რაც გვაძლევს იმედს, რომ თერაპიული მებაღეობის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივები კიდევ უფრო განვითარდება.

ასოციაცია - "იკა-21"

22/10/2026

სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები მალე ახალი სერვისით სარგებლობას შეძლებენ. დაგეგმილია ე.წ. თერაპიული მებ...

თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა ამერიკელ ექსპერტებთან, რომლის მთავარი თემა თერაპიული მებაღეობის...
20/10/2026

თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა ამერიკელ ექსპერტებთან, რომლის მთავარი თემა თერაპიული მებაღეობის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოში ამ მიმართულების დანერგვის სამომავლო შესაძლებლობები იყო.
თერაპიული მებაღეობა ბუნებასთან ურთიერთობის საშუალებით ხელს უწყობს ადამიანის კეთილდღეობას, ემოციურ წონასწორობას, შემეცნებით და სოციალურ განვითარებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას ბავშვებთან, სკოლამდელ განათლებაში, ინკლუზიურ გარემოში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამებში.
ასოციაცია - "იკა-21"

19/10/2026
19/10/2026

Ირაკლი ქემოკლიძის სახელობის შშმ პირთა დღის ცენტრი. ასოციაცია - "იკა-21"

Address

8v Irakli Kemoklidze Street Tbilisi, Region
Tbilisi
0178

Opening Hours

Monday 12:00 - 17:00
Tuesday 12:00 - 17:00
Wednesday 12:00 - 17:00
Thursday 12:00 - 17:00
Friday 12:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ასოციაცია - "იკა-21" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ასოციაცია - "იკა-21":

Shortcuts

Share