ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University
Call Directions Website Contact the business

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University უზრუნველყავი შენი მომავალი, ისწავლე ჩვენთან🌊

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (ბნსუ) მდებარეობს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე და არის საზღვაო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. საქართველო საზღვაო განათლებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა. პირველი საზღვაო სასწავლებელი ბათუმში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე გაიხსნა. დღეს მეზღვაურებისა და საზღვაო დარგის სპეცილაისტების აღზრდას ბათუმში ლოკალიზებული ორი უნივერსიტეტი და ერთი კოლეჯი ემსახურება.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი თავის ისტორიას ითვლის 1998 წლიდან, როცა დაარსდა ,,ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლა”. 2007 წელს მეზღვაურთა სკოლის ბაზაზე შეიქმნა უნივერსიტეტი, რომელიც 12 წელზე მეტია, წარმატებით ვითარდება.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ფლობს ISO ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატს, გააჩნია საერთაშორისო აღიარების დამადასტურებელი სერტიფიკატები, საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხობის სააგენტოს (EMSA) აღიარება, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარების დოკუმენტი. ბნსუ არის აკრედიტებული და ავტორიზებული დარგობრივი საგანმანათლებლო ცენტრი. მას უჭირავს განსაკუთრებული ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე აღჭურვილობითა და საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემით. ბნსუ თანამშრომლობს 11 საკრუინგო და 8 ლოგისტიკურ კომპანიასთან. უნივერსიტეტს ჰყავს სახელშეკრულებო სამეცნიერო და სასწავლო პარტნიორები მსოფლიოს 12 ქვეყანაში.

ბნსუ-ში მოქმედებს ორი ფაკულტეტი - საზღვაო-საინჟინრო და ლოგისტიკის ფაკულტეტები, სადაც ხორცილედება სამი პროფესიული, ოთხი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

მისია
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს ღია სოციალურ და საგანმანათ-ლებლო სისტემას, რომელიც მიმართულია:

•ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობაზე;
•დისკრიმინაციისაგან თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში განათლების მიღებისა და თანასწორი ხელმისაწვდომობისა და ღია ხასიათის უზრუნველყოფაზე, პიროვნების ინტერესებისა და პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობაზე, კულტურული, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნაზე;
•საქართველოს და საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, თანამედროვე ცოდნისა და აქტუალური პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალების მომზადებაზე და პიროვნული, მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობის, პროფესიონალური ვალდებულებების შესრულების, ეთიკური ნორმების დაცვის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაზიარების, პერსონალური და პროფესიონალური განვითარების მოტივაციის ჩამოყალიბებაზე.

ხედვა
ბნსუ 2025 წელს: კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო საგანმანათლებლო, დარგობრივ და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ერთნაირად პრესტიჟულია შრომა და სწავლა; ამავდროულად, ბნსუ არის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივი ორგანიზაციებისთვის სასურველი პარტ¬ნიორი, რომელსაც აქვს ცნობადი და ევროპულ საგანმანათლებლო და დარგობრივ სივრცეში აღიარებული ბრენდი.

ღირებულებები
•ჰუმანურობა, ტოლერანტობა და თანასწორობა;
•სინდისის, არჩევანის, გადაწყვეტილების მიღების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
•გადაწყვეტილების ობიექტურობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა;
•აკადემიური თავისუფლება, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება.

✨ დღეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-კანცლერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქალბატონი ლალი ხვ...
22/10/2026

✨ დღეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-კანცლერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქალბატონი ლალი ხვედელიძე, იუბილარია!

ქალბატონი ლალის პროფესიონალიზმი, გამორჩეული ხედვა და საქმისადმი ერთგულება მნიშვნელოვანი ნაწილია იმ გზისა, რომელიც უნივერსიტეტმა განვითარების მრავალ ეტაპზე გაიარა. მისი საქმიანობა, ადამიანების მხარდაჭერისა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების უნარი ქმნის ღირებულ საფუძველს უნივერსიტეტის წინსვლისა და წარმატებისთვის.

უნივერსიტეტის სახელით, გულითადად ვულოცავთ ქალბატონ ლალის იუბილეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პირად კეთილდღეობას, ახალ წარმატებებსა და უამრავ სასიხარულო დღეს.

გმადლობთ თქვენი თავდადებისთვის, მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც უნივერსიტეტის განვითარებასა და საუნივერსიტეტო საზოგადოების გაძლიერებას ახმართ💐

13/10/2026

🎉 Welcome/Graduation 2026 🎓

მომავლის იმედით, მიღწეული წარმატებითა და ახალი მიზნებით🌊

GEO I ENG𝟔–𝟗 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა...
09/10/2026

GEO I ENG
𝟔–𝟗 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ, მონაწილეობა მიიღო საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეასა (𝐈𝐀𝐌𝐔 𝐀𝐆𝐀𝟐𝟔) და საერთაშორისო კონფერენციაში (𝐈𝐀𝐌𝐔𝐂).

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი გიორგი გაბედავა ჩაერთო უნივერსიტეტების პრეზიდენტთა ფორუმში, რომელიც საზღვაო უმაღლესი განათლების განვითარების სტრატეგიულ საკითხებზე აკადემიური დიალოგისა და ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო საზოგადოების საერთო პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულებების განხილვაში.

კვლევითი თანამშრომლობის ფარგლებში პროფესორმა გიორგი გაბედავამ კოლეგებთან ერთად წარადგინა IAMU-ს მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის - „𝐃𝐞𝐬𝐢𝐠𝐧𝐢𝐧𝐠 𝐑𝐞𝐦𝐨𝐭𝐞 𝐏𝐢𝐥𝐨𝐭𝐚𝐠𝐞 𝐮𝐬𝐢𝐧𝐠 𝐀𝐮𝐠𝐦𝐞𝐧𝐭𝐞𝐝 𝐑𝐞𝐚𝐥𝐢𝐭𝐲 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐢𝐞𝐬“ - შუალედური შედეგები. პროექტი გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებას ეხება და აერთიანებს საზღვაო სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების კვლევას.

პროფესორმა გიორგი გაბედავამ ასევე მოდერაცია გაუწია კონფერენციის სესიას - „𝐌𝐚𝐫𝐢𝐭𝐢𝐦𝐞 𝐄𝐧𝐠𝐥𝐢𝐬𝐡, 𝐂𝐨𝐦𝐦𝐮𝐧𝐢𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐚𝐧𝐝 𝐏𝐫𝐨𝐟𝐞𝐬𝐬𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐂𝐨𝐦𝐩𝐞𝐭𝐞𝐧𝐜𝐞“. სესია დაეთმო საზღვაო ინგლისურის, კომუნიკაციისა და პროფესიული კომპეტენციის საკითხებს, რომელთა ურთიერთკავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო და მულტიკულტურულ საზღვაო სამუშაო გარემოში.

კონფერენციის ფარგლებში მან წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი — „𝐌𝐚𝐫𝐢𝐭𝐢𝐦𝐞 𝐂𝐨𝐦𝐩𝐞𝐭𝐞𝐧𝐜𝐞𝐬 𝐟𝐨𝐫 𝐭𝐡𝐞 𝐅𝐮𝐭𝐮𝐫𝐞: 𝐑𝐨𝐥𝐞 𝐨𝐟 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥𝐢𝐳𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐢𝐧 𝐓𝐫𝐚𝐧𝐬𝐯𝐞𝐫𝐬𝐚𝐥 𝐒𝐤𝐢𝐥𝐥𝐬 𝐃𝐞𝐯𝐞𝐥𝐨𝐩𝐦𝐞𝐧𝐭“. ნაშრომი განიხილავს ინტერნაციონალიზაციის როლს მომავლის საზღვაო პროფესიონალებისთვის აუცილებელი ტრანსვერსალური უნარების განვითარებაში და წარმოაჩენს საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის მნიშვნელობას პროფესიული მომზადების პროცესში.

𝐈𝐀𝐌𝐔-ს გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციაში მონაწილეობა ხელს უწყობს ბნუ-ს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ჩართულობის გაძლიერებას, კვლევითი პარტნიორობის განვითარებასა და საზღვაო განათლების აქტუალურ საკითხებზე ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას. უნივერსიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობა სტრატეგიულ დისკუსიებში, კვლევითი შედეგების წარდგენასა და სამეცნიერო სესიის მოდერაციაში ასახავს ბნუ-ს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო და კვლევით თანამშრომლობაში.
______
From 𝟔 𝐭𝐨 𝟗 𝐎𝐜𝐭𝐨𝐛𝐞𝐫, Professor 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐞 𝐆𝐚𝐛𝐞𝐝𝐚𝐯𝐚, 𝐇𝐞𝐚𝐝 𝐨𝐟 𝐭𝐡𝐞 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐑𝐞𝐥𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐬 𝐒𝐞𝐫𝐯𝐢𝐜𝐞 𝐚𝐭 𝐁𝐚𝐭𝐮𝐦𝐢 𝐍𝐚𝐯𝐢𝐠𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 (𝐁𝐍𝐔), participated in 𝐭𝐡𝐞 𝐀𝐧𝐧𝐮𝐚𝐥 𝐆𝐞𝐧𝐞𝐫𝐚𝐥 𝐀𝐬𝐬𝐞𝐦𝐛𝐥𝐲 𝐨𝐟 𝐭𝐡𝐞 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐀𝐬𝐬𝐨𝐜𝐢𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐨𝐟 𝐌𝐚𝐫𝐢𝐭𝐢𝐦𝐞 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐢𝐞𝐬 (𝐈𝐀𝐌𝐔 𝐀𝐆𝐀𝟐𝟔) 𝐚𝐧𝐝 𝐭𝐡𝐞 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐌𝐚𝐫𝐢𝐭𝐢𝐦𝐞 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐢𝐞𝐬 𝐂𝐨𝐧𝐟𝐞𝐫𝐞𝐧𝐜𝐞 (𝐈𝐀𝐌𝐔𝐂).

During the visit, Professor 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐞 𝐆𝐚𝐛𝐞𝐝𝐚𝐯𝐚 took part in the Presidents’ Forum, which serves as an important platform for academic dialogue and the exchange of institutional experience on strategic issues in maritime higher education. Participation in the forum provides the University with an opportunity to contribute to discussions on the shared priorities and future development directions of the international maritime education community.

As part of the research collaboration, Professor 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐞 𝐆𝐚𝐛𝐞𝐝𝐚𝐯𝐚, together with his colleagues, presented the interim results of the IAMU-funded research project, “𝐃𝐞𝐬𝐢𝐠𝐧𝐢𝐧𝐠 𝐑𝐞𝐦𝐨𝐭𝐞 𝐏𝐢𝐥𝐨𝐭𝐚𝐠𝐞 𝐮𝐬𝐢𝐧𝐠 𝐀𝐮𝐠𝐦𝐞𝐧𝐭𝐞𝐝 𝐑𝐞𝐚𝐥𝐢𝐭𝐲 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐢𝐞𝐬.” The project focuses on the application of augmented reality technologies, exploring technological innovation in the maritime sector and its practical applications.

Professor 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐞 𝐆𝐚𝐛𝐞𝐝𝐚𝐯𝐚 also chaired a conference session entitled “𝐌𝐚𝐫𝐢𝐭𝐢𝐦𝐞 𝐄𝐧𝐠𝐥𝐢𝐬𝐡, 𝐂𝐨𝐦𝐦𝐮𝐧𝐢𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐚𝐧𝐝 𝐏𝐫𝐨𝐟𝐞𝐬𝐬𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐂𝐨𝐦𝐩𝐞𝐭𝐞𝐧𝐜𝐞.” The session addressed maritime English, communication and professional competence, highlighting the importance of their interrelationship in international and multicultural maritime working environments.

During the conference, he also presented a scientific paper entitled “𝐌𝐚𝐫𝐢𝐭𝐢𝐦𝐞 𝐂𝐨𝐦𝐩𝐞𝐭𝐞𝐧𝐜𝐞𝐬 𝐟𝐨𝐫 𝐭𝐡𝐞 𝐅𝐮𝐭𝐮𝐫𝐞: 𝐑𝐨𝐥𝐞 𝐨𝐟 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥𝐢𝐳𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐢𝐧 𝐓𝐫𝐚𝐧𝐬𝐯𝐞𝐫𝐬𝐚𝐥 𝐒𝐤𝐢𝐥𝐥𝐬 𝐃𝐞𝐯𝐞𝐥𝐨𝐩𝐦𝐞𝐧𝐭.” The paper examines the role of internationalization in developing the transversal skills essential for future maritime professionals and highlights the importance of international educational cooperation in professional training.

Participation in the IAMU Annual General Assembly and International Conference contributes to strengthening BNU’s engagement in the international academic community, fostering research partnerships, and facilitating the exchange of knowledge and experience on current issues in maritime education. The University representative’s involvement in strategic discussions, the presentation of research findings and the chairing of a scientific session demonstrate BNU’s active commitment to international cooperation in maritime education and research

09/10/2026

🎬პარმენ ხვედელიძე - ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი "ახალი დილის" სიუჟეტში პროფესიული საქმიანობისა და მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ.

🌊 გაიცანით ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში საზღვაო განათლების განვითარებაში, მეზღვაურთა პროფესიული მომზადებისა და მომავალი თაობის კვალიფიციური საზღვაო კადრების აღზრდის საქმეში.

09/10/2026

📣 რეგისტრაციის ვადა იწურება❕

ისწავლე უფასოდ და გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ

✍️დარეგისტრირდი მარტივად: vet.ge

📣ბნუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან“.ლექციას ხარიტონ ახვლედ...
08/10/2026

📣ბნუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან“.

ლექციას ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი, ოთარ გოგოლიშვილი და მუზეუმის ისტორიის მიმართულების მეცნიერ-თანამშრომელი, მაყვალა გოგუა უძღვებოდნენ.

მომხსენებლებმა ისაუბრეს ქრისტიანობის გავრცელების ისტორიულ პროცესზე, მის როლზე საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში და იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ქრისტიანულ მემკვიდრეობას საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში აქვს.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.

GEO I ENG⚓ საერთაშორისო გამოცდილება ბნუ-ს სტუდენტებისთვის!🇨🇾ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტსა და 𝐁𝐞𝐫𝐧𝐡𝐚𝐫𝐝 𝐒𝐜𝐡𝐮𝐥𝐭𝐞 𝐒𝐡𝐢𝐩𝐦𝐚𝐧...
06/10/2026

GEO I ENG
⚓ საერთაშორისო გამოცდილება ბნუ-ს სტუდენტებისთვის!

🇨🇾ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტსა და 𝐁𝐞𝐫𝐧𝐡𝐚𝐫𝐝 𝐒𝐜𝐡𝐮𝐥𝐭𝐞 𝐒𝐡𝐢𝐩𝐦𝐚𝐧𝐚𝐠𝐞𝐦𝐞𝐧𝐭 (𝐁𝐒𝐌)-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანრი მელუა, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, საკადეტო მომზადების 𝟐,𝟓-თვიან კურსს გადის.

კურსის დასრულების შემდეგ ანრი ექვსთვიან საზღვაო-საცურაო პრაქტიკაზე გაემგზავრება, რომელიც საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო კომპონენტია და სტუდენტის პროფესიული მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

🌊 პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტი მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებს და საზღვაო სფეროში პროფესიულ გამოცდილებას დააგროვებს.

𝐁𝐒𝐌-თან თანამშრომლობა ბნუ-ს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ პრაქტიკა საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში და უკეთ მოემზადონ მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის.
----
⚓ International Experience for BNU Students!

🇨🇾As part of the cooperation between Batumi Navigation University and 𝐁𝐞𝐫𝐧𝐡𝐚𝐫𝐝 𝐒𝐜𝐡𝐮𝐥𝐭𝐞 𝐒𝐡𝐢𝐩𝐦𝐚𝐧𝐚𝐠𝐞𝐦𝐞𝐧𝐭 (𝐁𝐒𝐌), Anri Melua, a student of BNU’s Bachelor’s Degree Programme in Maritime Navigation, attends a 𝟐,𝟓-month cadet training course in 𝐋𝐢𝐦𝐚𝐬𝐬𝐨𝐥, 𝐂𝐲𝐩𝐫𝐮𝐬.

Upon completion of the course, Anri will undertake six months of sea-going practice, which is a mandatory component of the Bachelor’s Degree Programme in Maritime Navigation and one of the most important stages of a student’s professional training.

🌊 During the practical training, the student will apply the knowledge gained in a real working environment and gain valuable professional experience in the maritime sector.

The cooperation with 𝐁𝐒𝐌 provides 𝐁𝐍𝐔 students with opportunities to gain practical experience in the international maritime industry and better prepare for their future professional careers.

📅 8 ოქტომბერი I 🕛 12:00 საათი📚 ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „𝟏𝟕𝟎𝟎 წელი ქრისტიანობის...
06/10/2026

📅 8 ოქტომბერი I 🕛 12:00 საათი

📚 ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „𝟏𝟕𝟎𝟎 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან“.

ლექციის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობას, ამ პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებსა და საქართველოს ისტორიულ-კულტურულ განვითარებაზე მის გავლენას.

საჯარო ლექციას გაუძღვებიან:

⚪️ ოთარ გოგოლიშვილი - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი;
⚪️ მაყვალა გოგუა - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების მეცნიერ-თანამშრომელი.

📍 ბნუ-ს ბიბლიოთეკა, III სართული.

გელოდებით საინტერესო და შემეცნებით შეხვედრაზე!

05/10/2026

📣რეგისტრაციის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება❕

✍️დარეგისტრირდი 𝐯𝐞𝐭.𝐠𝐞-ზე 𝟗 ოქტომბრის ჩათვლით და აირჩიე ჩვენი პროფესიული პროგრამები.

📩დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე:
𝟓𝟓𝟖 𝟒𝟎 𝟑𝟑 𝟒𝟎

02/10/2026

პროფესიული პროგრამები ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში📚

💡რა პროგრამებია ხელმისაწვდომი? ვინ შეიძლება ისარგებლოს სახელმწიფო დაფინანსებით? როგორია ჩარიცხვის პირობები და რა შესაძლებლობები ეძლევათ სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ?

🎥ბნუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი, ია ვერულიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემაში შეხვედრის დრო . Ajara TV

Address

38 Tamar Mefe's Avenue , Makhindjauri
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995514408840

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University:

Shortcuts

Share