03/04/2026
ხშირად დასმული კითხვები:
1. რეიტინგი სისტეემაში
სისტემაში თქვენი რეიტინგი დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე, ესენია: ავტომობილი და მისი ასაკი, შესრულებული შეკვეთების რაოდენობა და ა.შ. როდესაც თქვენ უარს ამბობთ შეკვეთის შესრულებაზე, რეიტინგი იკლებს გარკვეული მონაცემით. ეს ხანდახან ხდება თქვენგან დამოუკიდებლად, როდესაც მაგალითად, მორჩით მუშაობას, მაგრამ არ გახვედით აპლიკაციიდან, შეკვეთები შემოდის და ავტომატურად ითიშება. პარტნიორს (არგოტაქსის) რეიტინგის მონაცემებზე გავლენა არ აქვს და შესაბამისად, ჩვენ ვერ შევძლებთ ის შევცვალოთ ავწიოთ ან დავწიოთ.
2. შეფასება
თქვენი შეფასება მთლიანად არის დამოკიდებული მგზავრების მიერ დატოვებულ შეფასებაზე. პარტნიორს (არგოტაქსის) არ აქვს შესაძლებლობა ის შეცვალოს - აწიოს ან დაწიოს. თუმცა, თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ მგზავრმა უსამართლოდ შეგაფასათ უარყოფითად, დაუკავშირდით აპლიკაციიდანვე მხარდაჭერის ჯგუფს და აუხსენით მდგომარეობა. დამატებით, შეგიძლიათ გვაცნობოთ აღნიშნულის შესახებ ჩვენც, რომ ვიყოთ საქმის კურსში და ჩვენი მხრიდან გიშუამდგომლოთ პლატფორმასთან შეძლებისდაგვარად.
შპს არგოტქსი. აგლაძის ქ. 15, ბიზნეს ცენტრი "მეგალაინი", მე-4 სართული, ოფისი 3-5.
+995577181335
+995322197335