For Each Other / ერთმანეთისთვის

For Each Other / ერთმანეთისთვის დასაქმების ხელშეწყობა, მულტიპროფილური კვალიფიკაციის ამაღლება და ჯანდაცვის მიმართულების კოორდინაცია

🔴 ვებინარის ლინკი:  meet.google.com/ohd-fdtv-pao
15/05/2026

🔴 ვებინარის ლინკი: meet.google.com/ohd-fdtv-pao

საინტერესო შეხვედრებისა და სასწავლო სესიების შემდეგ, ერთად გატარებული ლამაზი დღე💖💖
15/05/2026

საინტერესო შეხვედრებისა და სასწავლო სესიების შემდეგ, ერთად გატარებული ლამაზი დღე💖💖

გაიმართა მორიგი, უაღრესად საინტერესო, თემატური შეხვედრა.✅ მოწვეული სპეციალისტის, ქალბატონ ლიზი კუჭავას მიერ მრავალმხრივ,...
04/05/2026

გაიმართა მორიგი, უაღრესად საინტერესო, თემატური შეხვედრა.

✅ მოწვეული სპეციალისტის, ქალბატონ ლიზი კუჭავას მიერ მრავალმხრივ, სიღრმისეულად და სამიზნე აუდიტორიისთვის მისაღები ფორმით იქნა განხილული თემა: „უსაფრთხო გარემო და თვითზრუნვა, ემოციური რეაქციების მართვა სხვადასხვა სიტუაციების დროს“.

✅ მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, პირადი გამოცდილებებისა და დამოკიდებულებების გაზიარებით, სპეციალისტის მიერ გაცემული რეკომენდაციებითა და პრაქტიკაში მარტივად და ეფექტურად გამოსაყენებელი ტექნიკების სწავლებით, შეხვედრა მეტად ნაყოფიერად და შედეგიანად წარიმართა.

გიწვევთ!ონლაინ ვებინარის ლინკი:meet.google.com/wna-qear-qpb
19/04/2026

გიწვევთ!
ონლაინ ვებინარის ლინკი:
meet.google.com/wna-qear-qpb

მიმდინარე წლის 26 იანვრიდან, ქ. თბილისის მუნიციპალუტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების  სამსახურის ხელშ...
01/02/2026

მიმდინარე წლის 26 იანვრიდან, ქ. თბილისის მუნიციპალუტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელშეწყობით, საერთაშორისო ასოციაციამ ,,ერთმანეთისთვის’’, ,,ღვთის შვილთა კავშირის” პარტნიორობით, კვლავ დაიწყო ახალი პროექტის ,, შენი სიცოცხლის ფერის” განხორციელება. პროექტი მთლიანად მიოცავს სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, მათი ჯანმრთელობის და უნარ-ჩვევების გაუჯობესებას, სოციუმში მათ ჩართულობას, რეაბილიტაციას, უამრავ მათთვის საჭირო აქტივობის განხორციელებას და დასაქმების ხელშეწყობას.
30 იანვარს ჩატარდა შესაბამისი პროექტის მონაწილეთა შერჩევისთვის, ღია კარის დღე, რომელმაც საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. გავესაუბრეთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოსულ შესაბამისი კატეგორიის პირებს, გავაცანით მათ, პროექტის მიმდინარეობის დროს განსახორციელებელი აქტივობები და ვესაუბრეთ პროექტის მიზანის შესახებ.
ერთად, ერთმანეთისთვის, ყველაფერს შევძლებთ!🩷

ასოციაცია „ერთმანეთისთვის“  მოხარულია გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან კვლავ განაგრძობს ქ. თბილისში მცხოვრე...
26/01/2026

ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მოხარულია გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან კვლავ განაგრძობს ქ. თბილისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერ მომსახურებას, რაც ორიენტირებულია ამ კატეგორიის პირთა ფსიქო-ემოციურ და თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, უნარების სწავლებასა და დასაქმებაში ხელშეწყობაზე.

📌 დაინტერესებულ პირებს მიმდინარე წლის 30 იანვარს, პარასკევს, 14 საათზე ვიწვევთ „ღია კარის“ დღეზე, იმისათვის, რომ მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

📌 მსურველებს ასევე შუძლიათ, მიმდინარე წლის 3 თებერვლამდე განაცხადი გამოაგზავნონ ელექტრონულად: https://forms.gle/iABpb4TPdyLStNcG8

ან შეტყობინება დატოვონ ჩვენს ფეისბუქ გვერზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575182806885

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when For Each Other / ერთმანეთისთვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share