დასაქმების ცენტრი

დასაქმების ცენტრი Our agency connects families with trusted domestic staff across borders.

დასაქმების ცენტრი, რომელიც ეხმარება ოჯახებს და კანდიდატებს სწორი, უსაფრთხო და გრძელვადიანი თანამშრომლობის მოძებნაში
ვმუშაობთ ინდივიდუალურად თითოეულ მოთხოვნაზე — ვისმენთ როგორც დამსაქმებლის საჭიროებებს, ისე კანდიდატის გამოცდილებასა და შესაძლებლობს We specialize in providing reliable, professional, and personalized services for families seeking caregivers, housekeepers, nannies, governesses, and cooks. Every candidate is carefully screened, certified when needed, and matched to the family’s unique requirements, ensuring a perfect fit for both parties.

21/10/2026

სააგენტო ლისზე 4წ ბავშვისთვის ვეძებთ ძიძას
6 სამუშაო დღე
18:00-22:00
2000ლ
597 726 583

13/10/2026
03/10/2026

როდესაც სააგენტო თავის გამოცდილებას გიზიარებთ, ეს არ გახლავთ ერთი-ორი მეზობლის, მეგობრის ან ახლობლის მაგალითზე დაფუძნებული მოსაზრება.
სააგენტო ყოველდღიურად არეგისტრირებს უამრავ ადამიანს, ესაუბრება კანდიდატებს, ეცნობა მათ გამოცდილებას, პროფესიონალიზმის დონეს, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. სწორედ ამ ყოველდღიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ყალიბდება ჩვენი ხედვა.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი:
როდესაც მიმართავთ სააგენტოს, რომელიც წლებია მუშაობს როგორც დამსაქმებლებთან, ისე კანდიდატებთან — და მით უმეტეს, როდესაც თავად სააგენტოს წარმომადგენელი ამ პროფესიის ადამიანია — უნდა ითქვას პირდაპირ:
კარგი, პროფესიონალი ძიძა-გუვერნანტი არ არის ოჯახის დამხმარე ყველა მიმართულებით.
მისი ძირითადი პროფესია არის ბავშვზე ზრუნვა და მისი განვითარება.
ის არ არის ვალდებული მოწმინდოს ოჯახის იატაკები, დაუთოოს ოჯახის წევრების ტანსაცმელი, მოამზადოს მთელი ოჯახის სადილი და შეასრულოს ყველა ის საოჯახო საქმე, რომელიც ბავშვის მოვლასთან პირდაპირ კავშირში არ არის.
საბოლოოდ უნდა დასრულდეს ამ პროფესიის ექსპლუატაცია და უგულებელყოფა.
დიახ — პროფესიონალი ძიძა, რომელიც მუდმივად სწავლობს, ვითარდება და საკუთარ პროფესიულ განვითარებაში არა მხოლოდ დროსა და ენერგიას, არამედ ფინანსურ რესურსსაც დებს, ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი უფრო მომზადებულ და პასუხისმგებლიან ადამიანთან იმყოფება.
ეს ნიშნავს ადამიანს, რომელსაც უყვარს საკუთარი პროფესია და რომელიც ბავშვის მოვლას მხოლოდ ინტუიციასა და დედობრივ ინსტინქტებზე არ აფუძნებს.
პროფესიონალმა იცის, რა არის მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე. მაგალითად, 0-დან 1 წლამდე ასაკში რა უნარების განვითარებას უნდა მიექცეს ყურადღება, როგორია ასაკისთვის შესაბამისი გარემო, აქტივობები, კომუნიკაცია და ყოველდღიური რუტინა.
და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი — ბაზრის ფასი.
ბაზრის ფასებს სააგენტოები ვერ არეგულირებენ.
სააგენტო ითვალისწინებს კანდიდატის გამოცდილებას, კვალიფიკაციას, პასუხისმგებლობებს, მოთხოვნებსა და კონკრეტული სამუშაოს პირობებს. საბოლოო ანაზღაურება კი ყალიბდება სწორედ ამ ფაქტორებისა და არსებული საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.
როდესაც მაღაზიაში შედიხართ, რატომღაც არ გიჩნდებათ კითხვა:
„რატომ ღირს ერთი ტელეფონი პირობითად 5000 ლარი, ხოლო მეორე — 100 ლარი?“
იმიტომ, რომ ხვდებით — მათ შორის განსხვავებაა ხარისხში, შესაძლებლობებში, ტექნიკურ მახასიათებლებსა და რესურსში.
იგივე პრინციპი მოქმედებს ადამიანურ რესურსზეც.
და ბოლოს, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით:
თუ ჩვენს სააგენტოში თქვენს განცხადებაზე არ იგზავნება იმდენი კანდიდატის ანკეტა, რამდენი ტელეფონის ნომერიც შეიძლება ნახოთ უფასო ჯგუფებში გამოქვეყნებულ განცხადებებზე, ეს არ ნიშნავს, რომ სააგენტოს ბაზაში კადრები არ ჰყავს.
პირიქით.
საყურადღებო

25/09/2026

@გამომწერები

Address

Tbilisi
911

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დასაქმების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share